ვებსაიტის უსაფრთხოება დღეს ყველა ბიზნესისთვის გადამწყვეტი საკითხია. კიბერშეტევების რაოდენობა მუდმივად იზრდება, ხოლო მთავარი სამიზნე მცირე ბიზნესები ხდებიან. ამ სტატიაში ვიხილავთ, თუ რატომ არის აუცილებელი ვებსაიტის დაცვა და როგორ უნდა მოვიქცეთ რისკების თავიდან ასაცილებლად.
შესაძლო რისკები
კიბერშეტევების სტატისტიკა
დღეს კიბერშეტევები ყოველდღიურად ხდება. სტატისტიკით:
- მსოფლიოში ყოველ 39 წამში ხდება კიბერშეტევა
- მცირე ბიზნესების 43% განიცდის კიბერშეტევას
- შეტევის შემდეგ კომპანიების 60% 6 თვეში წყვეტს ფუნქციონირებას
ჰაკერები ხშირად სწორედ მცირე ბიზნესებს ირჩევენ, რადგან ისინი ჩვეულებრივ ნაკლებად არიან დაცული ვიდრე დიდი კორპორაციები.
რა ხდება როცა ვებსაიტი არ არის დაცული?
კლიენტების მონაცემების გაჟონვა
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი რესტორნის ონლაინ დაჯავშნის სისტემიდან ჰაკერები იპარავენ კლიენტების ბარათის მონაცემებს. ეს არამხოლოდ ფინანსურ ზარალს მოგიტანთ, არამედ თქვენს რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახება.
ბიზნესის შეჩერება
კიბერ შეტევის დროს ჰაკერებს შეუძლიათ მოიპოვონ წვდომა თქვენი ვებსაიტის სამართავად. როდესაც ისინი ამას სხვადასხვა ფუნქციონალის შესაჩერებლად იყენებენ, ვებსაიტი წყვეტს ფუნქციონირებას და მომხმარებელი ვერ ახერხებს მის გამოყენებას.
Google-ის “შავ სიაში” მოხვედრა
როდესაც Google-ი აღმოაჩენს, რომ თქვენი ვებსაიტი არ არის დაცული, პოტენციური კლიენტები ვებსაიტის გახსნისას მიიღებენ შეტყობინებას, რომ ვებსაიტი არის სახიფათო. ეს გაფრთხილება მნიშვნელოვნად აზიანებს ბრენდის სანდოობას და იწვევს კლიენტების ნდობის დაკარგვას.
როგორ უზრუნველყოთ ვებსაიტის უსაფრთხოება?
SSL სერტიფიკატი
ყოველი ვებსაიტი უნდა იყოს აღჭურვილი SSL სერტიფიკატით, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების დაშიფვრას. ეს ის აუცილებელი მინიმუმია, რასაც Google მოითხოვს.
მონაცემების დაცვის სისტემა
ვებსაიტებზე ხშირად ინახება მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია: მისამართი, პაროლი, ბარათის მონაცემები და ა.შ. იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია უსაფრთხოდ იყოს შენახული და არ მოხვდეს ჰაკერების ხელში, აუცილებელია გამართული დაცვის სისტემის შემუშავება.
სპამი
ხშირად, იმისათვის რომ ვებსაიტი დაზიანდეს საერთოდ არ არის აუცილებელი პროფესიონალი ჰაკერის თავდასხმა. სპამის გამოყენებით ვებსაიტის ფუნქციონალის დაზიანება ხშირად ძალიან მარტივია. თანაც ეს ფაქტობრივად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამიტომ, ასეთი შემთხვევებისაგან თავის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვებსაიტის უსაფრთხოებისთვის.
პროფესიონალური მონიტორინგი
24/7 მონიტორინგი იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი საეჭვო აქტივობა მაშინვე იქნება შენიშნული და აღკვეთილი.
რეგულარული განახლებები
ძველი ვერსიები – ღია კარებია ჰაკერებისთვის. WordPress, პლაგინები, და სხვა კომპონენტები რეგულარული განახლებებს საჭიროებს.
პროფესიონალთა როლი
უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპლექსური პროცესია, რომელიც დიდ ყურადღებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა პროფესიონალ კომპანიებთან, რომლებიც დაგეხმარებიან ვებსაიტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში..
კომპანია Webnotes ყოველი ვებსაიტის შექმნის დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას, რათა მომხმარებელს არ შეექმნას პრობლემა მისი გამოყენების დროს და ინფორმაციაც საიმედოდ იყოს დაცული.
დასკვნა
ვებსაიტის უსაფრთხოება არ არის ფუფუნება – ეს აუცილებლობაა. ინვესტიცია უსაფრთხოებაში არის ინვესტიცია თქვენი ბიზნესის მომავალში. დღეს დაზოგილი თანხა უსაფრთხოებაზე, ხვალ შეიძლება ათასჯერ მეტი დაგიჯდეთ რეპუტაციის აღდგენასთვის.



