ტურისტების ნაკადის ზრდასთან ერთად აქტიურად იზრდება მოთხოვნა კომფორტულ და ხელმისაწვდომ ტრანსპორტზე. მოგზაურებს უბრალოდ დანიშნულების ერთი ადგილიდან მეორეში მისვლა არ აკმაყოფილებთ, მგზავრობისას მათ საინტერესო გამოცდილების მიღებაც სურთ. ამ ტიპის გამოცდილების მიღება კი შეუძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან არაკომფორტული ავტომობილის საშუალებით. ამიტომ, Triprents-ის გუნდმა გადაწყვიტა მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზოს. მათი დახმარებით მარტივად შეგიძლიათ მანქანის ქირაობა თბილისში. ვინაიდან ქართულ ბაზარზე ამ მიმართულებით ხარისხიანი მომსახურება ნაკლებად ხელმისაწვდომია, კომპანია ცდილობს ამ გამოწვევას მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისით გაუმკლავდეს.
რას გთავაზობთ Triprents.com?
კომპანიის მომსახურება მოიცავს მომხმარებლის საუკეთესო კონდიციაში მყოფი ავტომობილით უზრუნველყოფას. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი იქნება გამართული, სუფთა და კომფორტული.
რაც შეეხება ფასებს, Triprents.com მუდმივად ცდილობს შეინარჩუნოს ხარისხისა და ფასის ბალანსი. შესაბამისად, პერიოდულად ბაზრის კორექტირებასთან ერთად ცვლის სერვისის ფასებსაც. ამიტომ “ზედმეტად გაბერილი” თანხის გადახდა არ მოგიწევთ.
კომპანიის შესახებ
Triprents-ის უკან ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი დგას, რომელმაც იცის ყველაზე მეტად რა სჭირდება მომხმარებელს, რომელსაც საქართველოს მონახულება სურს.
რა უნდა გაითვალისწინოთ მანქანის ქირაობამდე?
დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტები:
- პასპორტი
- მართვის მოწმობა
- საბანკო ბარათი, ან ნაღდი ფული
ასევე, გაითვალისწინეთ:
- დეპოზიტი შესაძლებელია მხოლოდ ნაღდი ფულით.
- მძღოლის ასაკი – 21, ან მეტი
- მართვის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი
Triprents გისურვებთ კომფორტულ და სასიამოვნო მგზავრობას! 😊