POLUX MEDIA

ფულის შოვნა ონლაინ – ხშირად ძიებადი ფრაზა

ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ძიებადი ფრაზაა: “ფულის შოვნა ონლაინ”. მარტივი მისახვედრია, რომ მაძიებლებს კონკრეტული იდეები აინტერესებთ, თუ როგორ უნდა იშოვონ ფული ან მიიღონ დამატებითი შემოსავალი. 

ამ კითხვაზე ზუსტი და კონკრეტული პასუხის გაცემა რთულია, თუმცა ბლოგში გვსურს წარმოგიდგინოთ ის გამოცდილი იდეები, რომელთა გამოყენებითაც ადამიანებმა გვარიანი მოგება მიიღეს.

სანამ უშუალოდ იდეებს განხილავდეთ, მანამ ზოგადი რჩევით დავიწყოთ. თუ ფულის გამომუშავება ონლაინ გსურთ, მაშინ პირველ რიგში გარკვეული უნარების ან ცოდნის დაუფლება დაგჭირდებათ. თუმცა მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი, ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზებისა და ცოდნის მონეტიზაციის უნარი. ალბათ, ბევრი ადამიანი გინახავთ დიდი ცოდნით, მაგრამ ნაკლები ფულით. 

ზოგიერთმა მათგანმა უბრალოდ არ იცის ცოდნა როგორ გადააქციოს პასიურ შემოსავლად, ნაწილი კი ფულის აუცილებლობას არ აღიარებს ან დიდი მნიშვნელობას არ ანიჭებს მას. 

ამ გზაზე ერთი საინტერესო დეტალი იჩენს თავს – სურვილი. რამდენად სურს ადამიანს გამოიმუშავოს თანხა. შესაძლოა ერთი შეხედვით ბანალურად მოგეჩვენოთ ეს ფრაზა, მაგრამ ფულის სამყაროში ნამდვილად მუშაობს მანტრა: “ყველაფერი სურვილით იწყება”.

არ გჯერათ, რომ მწველი სურვილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გამდიდრებისთვის? – გქონიათ შემთხვევა, როდესაც რომელიმე კარგ ახალგამოშვებულ პროდუქტს გადააწყდით და სინანულით გითქვამთ: ეს ბიზნეს იდეა რამდენიმე წლის წინ მქონდა. რამ შეგიშალათ ხელი? – ხშირად ამაზე პასუხი ფინანსური რესურსების ნაკლებობაა, მაგრამ უფრო ხშირად საქმის სიღრმისეული ცოდნა და მწველი სურვილის არქონაა. პრინციპში, საქმის სიღრმისეული ცოდნაც მძაფრ სურვილზეა დამოკიდებული.

სიღრმისეული ცოდნა გაძლევთ თავდაჯერებულობას და გიმარტივებთ ბიზნესში გადაწყვეტილების მიღების პროცესს, შესაბამისად ნაკლებ დროს კარგავთ. რაც შეეხება მწველ სურვილს, ამაში ვგულისხმობთ ისეთ ჟინს, მონდომებას და საქმისადმი ისეთ ლტოლვას , რომელიც გაიძულებთ დილის 5სთ-ზე ადგეთ და მუშაობა დაიწყოთ.

ბევრი ე.წ “ქოუჩისგან” გაიგონებთ – ნაკლები მუშაობით თავისუფლად შეიძლება იგივე თანხის გამომუშავება, რამდენსაც ტოპ მენეჯერები გამოიმუშავებენ. სინამდვილეში ამ დონემდე, რომ მისულიყვნენ მათ ძალიან დიდი დრო და ენერგია დახარჯეს. “ქოუჩებისგან” კი ამგვარი რჩევები არც უნდა გაგვიკვირდეს. მათ რაიმე ახალი, თუნდაც უსაფუძვლო რჩევა უნდა მოგცეთ, რომელიც გაგაკვირვებთ. როგორც უორენ ბაფეტმა თქვა: “არც ერთი ექიმი გამხდარა მდიდარი რჩევით – მიიღეთ 2 აბი ასპირინი”. თუ უნდათ, რომ ყურადღება მიიქციონ, რაღაც განსხვავებული უნდა თქვა. ამიტომ, მარტივად ნუ ენდობით ასეთ რჩევებს.

თითქოს, ყველაფერს მუქ ფერებში ვხატავთ, სინამდვილეში კი მხოლოდ რამდენიმე ფუნდამენტური პრიცნიპის ხაზგასმა გვსურს:

  • ფულის შოვნისთვის მნიშვნელოვანია მძაფრი სურვილი
  • მძიმე შრომა 
  • ორგანიზებულობა 

👉 სტატიაში მოცემული იდეები არ არის ფინანსური რჩევები. გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად დამოუკიდებლად გამოიკვლიეთ საქმიანობა და ამის შემდეგ გადადგით ნაბიჯი.

როგორ ვიშოვოთ ფული ონლაინ – იდეები

ონლაინ ფულის შოვნა ძალიან ბევრ უპირატესობას გვაძლევს: სახლიდან მუშაობა, მოქნილი გრაფიკი და შრომის დაბალი დანახარჯები. ამ უკანასკნელში ვგულისხმობთ, რომ არ გიწევთ ოფისის დაქირავება და თავიდან ირიდებთ ტრანსპორტირების ხარჯებს.

ქვემოთ წარმოგიდგინეთ რამდენიმე ბიზნეს იდეას და მოდელს, რომლებიც დაგეხმარებათ დამატებითი შემოსავლის წყაროს ათვისებაში. გაითვალისწინეთ, რომ სტატია მუდმივად განახლდება და დაემატება ახალი იდეები.

ფრილანსინგი 

ამ შემთხვევაში თქვენ ხართ დამოუკიდებელი კონტრაქტორი და გარკვეული საქმიანობის შესრულებისთვის იღებთ ანაზღაურებას ონლაინ. პოპულარული მიმართულებებია პროგრამირება, დიზაინი, მწერლობა, თარგმნა და სხვა.

თუ რომელიმე უნარს უკვე ფლობთ და საკმარისი გამოცდილებაც გაქვთ ამ სფეროში, ფრინალსერობა მოგცემთ საშუალებას საქართველოდან უცხოურ კომპანიებს მოემსახუროთ ონლაინ. ისეთი ონლაინ პლატფორმები, როგორებიცაა: Upwork, Freelancer, Fiver, Toptal და ა.შ ქმნიან შრომის  საერთაშორისო ბაზრებს. აქ თავს იყრის უამრავი ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, შესაბამისად ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაქვთ შეთავაზოთ თქვენი მომსახურება კომპანიებს.

მაღალანაზღაურებადი პროფესიების სია ფრინალსინგის ვებსაიტებზე ასე გამოიყურება:

ცოდნის გაზიარება

ერთ-ერთი მარტივი გზა დამატებითი შემოსავლის მისაღებად ცოდნის სხვისთვის გაზიარებაა. ტექნოლოგიურმა განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა სწავლების გაციფრულების საკითხი. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კორონა ვირუსის პანდემიისას, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ სწავლებაზე. ეს თქვენთვის შესაძლებლობაა. შეგიძლიათ ონლაინ რეპეტიტორობით შემოსავლის დამატებითი წყარო მიიღოთ.

ამ საქმიანობის წამოწყებისთვის დიდი რესურსი ნამდვილად არ არის საჭირო. უბრალოდ კარგად უნდა ფლობდეთ საკითხს, წვდომა უნდა გქონდეთ ინტერნეტთან და სულ ესაა.

ფულის შოვნა სხვისი პროდუქტის გაყიდვით 

თუ თავად არ გაქვთ პროდუქტი, შეგიძლიათ სხვას დაეხმაროთ გაყიდვაში. 

მაგალითად, შეგიძლიათ შექმნათ ვებსაიტი, რომელზეც დიდ აუდიტორიას მოიზიდავთ. თუ საინტერესო კონტენტით ხარისხიან ტრაფიკს დააგენერირებთ, მაშინ ბევრ კომპანიას გაუჩნდება სურვილი თქვენს პლატფორმაზე გამოჩნდეს. შესაბამისად, კონტენტში დამკვეთი ბმულების ან ლოგოების ჩასმით შეგიძლიათ სტაბილური შემოსავალი დააგენერიროთ.

ამ ტიპის მარკეტინგის გამოყენებით შემოსავალი სხვადასხვა გზით შეგიძლიათ მიიღოთ.

  1. გაყიდვიდან საკომისიოს მიღებით
  2. ბრენდის ატრიბუტების (ლოგო, სახელი, ფოტოები…) ინტეგრირებით თქვენს კონტენტში
  3. რეკლამების (ბანერების) განთავსებით. 

თუ ვებსაიტის დამზადება არ შეგიძლიათ, უმჯობესია ციფრული მარკეტინგის სხვა ინსტრუმენტები გამოიყენოთ.  მაგალითად სოციალურ მედიაში რეკლამების გაშვებით დაეხმაროთ სხვებს პროდუქტების გაყიდვაში. ან თუნდაც კონსულტაციები ჩაუტაროთ თუ როგორ გააუმჯობესოს ბიზნეს შედეგები.

არ აქვს მნიშვნელობა როგორ გაუზრდით გაყიდვების რაოდენობას ბიზნესებს, მთავარია, რომ სხვის პროდუქტზე ისე იფიქროთ როგორც საკუთარ ბიზნესზე და დაეხმაროთ შემოსავლების გაზრდაში.

“თეთრი ეტიკეტის” სტრატეგია

ბოლო პერიოდში სწრაფად გავრცელდა “თეთრი ეტიკეტის” ბიზნეს მოდელი, (იგივე White-Label ბრენდი). ამ დროს თქვენ სხვის მომსახურებას საკუთარი ბრენდის ქვეშ აერთიანებთ. მაგ: წარმოიდგინეთ მიდიხართ შეთავაზებით, რომელიმე კომპანიასთან, ვთქვათ ბრენდინგის სააგენტოსთან და სთავაზობთ შემდეგს – მომსახურება მათ გასწიონ, ხოლო თქვენ საკუთარი ბრენდის ქვეშ გაყიდით ამ სერვისს. სანაცვლოდ, გაყიდული პროექტებიდან მიიღებთ საკომისიოს (ან ფასთან სხვაობას).

კიდევ უფრო, რომ დავაზუსტოთ,  თუ ბრენდინგის სერვისი რომელიმე კომპანიას მიჰყიდეთ თვეში 5000 ლარად და შემსრულებელმა კომპანიამ (White-Label სააგენტომ) მოითხოვა ამაში 4000 ლარი, გამოდის, რომ შუამავლის როლის მორგებით 1000 ლარს იღებთ თვეში. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს საკუთარ ბრენდს ავითარებთ და მის ქვეშ ჰყიდით მომსახურებას.

ეს ბიზნეს მოდელი უამრავ ციფრულ პროდუქტს ერგება, შესაბამისად გაქვთ შესაძლებლობა ფული ონლაინ გამოიმუშაოთ.

ფულის შოვნა E-Commerce ვებსაიტით

თუ თავად ფლობთ პროდუქტს ან შეგიძლიათ უცხოეთიდან გამოიწეროთ საქონელი და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდოთ, მაშინ ელექტრონული კომერციის სამყარო დიდ შესაძლებლობებს გპიდებათ. 

ამისათვის დაგჭირდებათ E-commerce ვებსაიტის დამზადება და მარკეტინგული არხების ათვისება. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ციფრული ინსტრუმენტი E-commerce ვებსაიტებისთვის საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაა (SEO). მისი დახმარებით შეძლებთ ორგანულად მიწვდეთ სამიზნე აუდიტორიას და გაყიდოთ მეტი.

შეხსენება: ბიზნეს სიახლეები.

აქციებით ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე

იმ შემთხვევაში თუ ერკვევით ფასიანი ქაღალდების მუშაობის ლოგიკაში, ძალიან კარგი იქნება თუ ინვესტიციების განხორციელებას ამ ფინანსურ აქტივებში დაიწყებთ. უფრო ზუსტად, დანაზოგიდან გარკვეული ნაწილი პერსპექტიულ ბიზნესებში დააბანდეთ, რომლებიც დღეს საფონდო ბირჟაზე დაბალ ფასად იყიდება. 

გრძელვადიან პერსპექტივაში ამ გზით სოლიდური თანხის დაგროვებას შეძლებთ. ამ მეთოდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ამერიკელი მილიარდერი უორენ ბაფეტია, რომელმაც ჯანსაღი და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული სტრატეგიით 100 მილიარდ დოლარზე მეტს მოუყარა თავი.

საქართველოდან აქციებით ვაჭრობა შეგიძლიათ TBC-ის მობაილბანკით. საინტერესო და მარტივი ინტერფეისი საგრძნობლად გაგიმარტივებთ აქციების შეძენის პროცესს.

ფულის შოვნა ბლოგით

ზემოთ ვახსენეთ ცოდნის მონეტიზაციის რამდენიმე მაგალითი. რეალურად, გვსურს გაგაცნოთ კიდევ ერთი საშუალება თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი ცოდნა მონეტებად აქციოთ. 

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სფეროში კარგად ერკვევით, შეგიძლიათ წერა დაიწყოთ ამ თემაზე. მკითხველებს თქვენი რჩევები და ხედვები გაუზიაროთ და ავტორიტეტიც მოიპოვოთ კონკრეტულ ნიშაში. ტრაფიკის რაოდენობის ზრდასთან ერთად თქვენი ბლოგით ბიზნესებიც დაინტერესდებიან და რეკლამების ჩასმასაც შემოგთავაზებენ. სწორედ პროდუქტების ან მომსახურების რეკლამებით შეგიძლიათ თანხის გამომუშავება.

უცხოეთში უამრავი წარმატებული ბლოგერია, რომლებიც საშუალოდ თვეში 1500$ – 2000$ გამოიმუშავებენ. ამასთანავე, გვხვდება მეგა წარმატებული ბლოგერები, რომელთა შემოსავალიც რეკლამებიდან 100,000$-ს აჭარბებს.

კრიპტოვალუტებით ვაჭრობა

დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივი კრიპტოვალუტაა. ეს მიმართულება მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, მაგრამ სწორი ტრეიდინგით შესაძლებელია ძალიან დიდი შემოსავლის მიღება. გახსოვდეთ, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა. გადაწყვეტილების მიღებამდე თავადაც ჩაატარეთ სფეროს ანალიზი.

ფულის შოვნა ონლაინ წევრობაზე დაფუძნებული ბიზნესით

საინტერესო კონტენტის შექმნა და გავრცელებით უამრავი ვიზიტორის მიღებაა შესაძლებელი. ძალიან კარგი იქნება თუ თქვენს ერთგულ მომხმარებელს (მკითხველს) პრემიუმ პაკეტს შესთავაზებთ და ამაში წევრობის (გამოწერის) საფასურს გადაახდევინებთ. მაგალითად შეგიძლიათ შესთავაზოთ ონლაინ ვიდეო კურსები, პუბლიკაციები ან პრემიუმ კვლევები.

ტალანტების ონლაინ პლატფორმა 

ვებსაიტი ან აპლიკაცია, სადაც ფრილანსერები და კომპანიები ხვდებიან ერთმანეთს. კომპანიები ეძებს ონლაინ კონსულტანტებს ან კონკრეტული საქმის სპეციალისტებს, ხოლო პლატფორმა იღებს საკომისიოს ყოველი წარმატებულად შესრულებული საქმისთვის. მსგავსი მაგალითებია: Upwork, Freelancer და სხვ.

რა უნდა გავითვალისწინოთ?

რეალურად, ონლაინ ფულის შოვნის უამრავი გზა არსებობს და ყველას თავისი უპირატესობები და გამოწვევები აქვს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებისთვის აუცილებელია რამდენიმე საკვანძო ფაქტორის გათვალისწინება:

  • ნიშის მკაფიოდ განსაზღვრა და მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა – უნდა გქონდეთ ნათელი წარმოდგენა თუ ვის და რა სთავაზობთ. ეს დაგეხმარებათ შეარჩიოთ სწორი მარკეტინგული სტრატეგია და კონტენტის შექმნისას ეფექტური გადაწყვეტილება მიიღოთ.
  • უნიკალური ღირებულების შეთავაზება – განსაზღვრეთ რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან და შესთავაზეთ მომხმარებლებს ისეთი გამოცდილება ან პროდუქტი, რომელიც მათთვის ფასეულია.
  • სტაბილურად აქტიურობა – ვებსაიტი, სოციალური მედიის არხები და საიტების ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის მნიშვნელოვანია პოტენციური კლიენტების მოსაზიდად და მათი ნდობის მოსაპოვებლად. დარწმუნდით, რომელია თქვენთვის მნიშვნელოვანი ციფრული არხები და მათზე მოახდინეთ ფოკუსირება.
  • მუდმივი განვითარება – ტექნოლოგიები და ბაზრები მუდმივად იცვლება, ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი საქმიანობა მიმდინარე ტენდენციებთან თანხმობაში იყოს.
  • ბიუჯეტის სწორად განსაზღვრა – ონლაინ ბიზნესის დასაწყებად და საოპერაციო ხარჯების დასაფარად შეიძლება დანაზოგი ან დაფინანსება დაგჭირდეთ. მანამ სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღეთ ეცადეთ რეალისტურად შეაფასოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და ამის შემდეგ დაგეგმოთ პროექტი.

წარმატებული ონლაინ ბიზნესის დასაწყებად საჭიროა მოთმინება და მუდმივად სწავლაზე ორიენტირება. რაც არ უნდა მიმზიდველად ჟღერდეს ზემოთ ხსენებული იდეები დიდი დრო იქნება საჭირო სანამ თქვენი საქმის ნაყოფით დატკბებით. 

და ასევე, არ დაივიწყოთ, რომ ონლაინ ბიზნესი გლობალურ ბაზარზე გასვლის უნიკალურ შესაძლებლობას იძლება. ამიტომ, ნუ შეიზღუდავთ თავს, შეცურეთ საერთაშორისო წყლებში და სტაბილურად გაზარდეთ ბიზნესი.