POLUX MEDIA

და რა ხდება მომავალში? (ნაწილი V)

როგორც ვნახეთ, იმპერიების დიდების ხანას დაცემის ეპოქა მოჰყვება. ამ უკანასკნელის შეჩერება რთულია, რადგან ის მრავალი უკვე მომხდარი მოვლენის გაუქმებს მოითხოვს.  მიუხედავად ამისა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ პროცესის შეჩერება სრულიად შეუძლებელია.

მესამე თავში მოყვანილი მაჩვენებლების დაკვირვებით, შესაძლებელია დავადგინოთ, თუ დიდი ციკლის რომელ ეტაპზეა დომინანტი იმპერია, რამდენად ჯანსაღია იგი და უმჯობესდება თუ უარესდება მისი მდგომარეობა. ეს გვეხმარება შევაფასოთ მისი არსებობის სავარაუდო ხანგრძლივობა

მიუხედავად ამისა, ეს შეფასებები დიდი ალბათობით ზუსტი ვერ იქნება. თუ ხელისუფალნი ყურადღებას მიაქცევენ ქვეყნის სასიცოცხლო მაჩვენებლებს და გააუმჯობესებენ მათ, იმპერიის ციკლი შესაძლოა გახანგრძლივდეს.

მაგალითისთვის: თუ ვიცით, რომ ადამიანი 60 წლისაა, ინფორმაცია გვაქვს დაახლოებით რამდენად ჯანმრთელია, ეწევა თუ არა და ვიცით სხვა ძირითადი სასიცოცხლო ნიშნები, მაშინ შეგვიძლია შევაფასოთ მისი სავარაუდო სიცოცხლის ხანგრძლივობა. მსგავსი მიდგომა შესაძლებელია გამოვიყენოთ იმპერიებისა და მათი სასიცოცხლო ნიშნების მიმართაც.

ბოლო დროს ხშირად ძიებადი ფრაზა: ბიტკოინის ფასი

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შეფასება არ იქნება ზუსტი, თუმცა მოგვცემს ზოგად წარმოდგენას და მიმართულებას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში.

ხშირად, ერის მთავარი გამოწვევა საკუთარ თავთან ჭიდილია – შეძლებს თუ არა მიიღოს რთული, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წარმატების შესანარჩუნებლად. სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი მომავალი.

რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ შემდეგში, ეს ორ ძირითად პრინციპზე დაიყვანება: ვიშოვოთ მეტი, ვიდრე ვხარჯავთ და გვქონდეს მოქალაქეობრივი ურთიერთპატივისცემა. ყველა სხვა ზემოხსენებული ფაქტორი – განათლება, გამომგონებლობა, კონკურენტუნარიანობა და ა.შ. – მხოლოდ ამ ორი პრინციპის მიღწევის საშუალებებია.

პოპულარული სტატია: ხელოვნური ინტელექტი 2024.

საბოლოოდ კი მინდა გითხრათ:

ამ მსოფლიო მოწყობის სურათის და მასთან გამკლავების რამდენიმე პრინციპის გაზიარებით, ჩემი მიზანია დაგეხმაროთ გააცნობიეროთ, სად ვიმყოფებით და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ამის გააზრება კი თავის მხრივ დაგეხმარებათ მომავლის რთულ პერიოდებში გონივრული გადაწყვეტილება მიიღოთ.

აქ კი წარმოგიდგენთ ტექსტის ძალიან მოკლე შეჯამებას:

  1. ისტორიის შესწავლა გვეხმარება მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე, ნათელი ხდება ეკონომიკური განვითარების რომელ ეტაპზე ვიმყოფებით ახლა.
  2. ისტორია ციკლურად მეორდება – იმპერიები აღზევდებიან და ეცემიან გარკვეული კანონზომიერებით.
  3. იმპერიის ციკლი მოიცავს 3 ფაზას: აღზევება, პიკი და დაცემა.
  4. აღზევებისას იმპერია განვითარება ხასიათდება განათლებით, ინოვაციებით და ეკონომიკური ზრდით.
  5. პიკზე იწყება დაცემის ნიშნები – მცირდება საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობა, იზრდება უთანასწორობა.
  6. დაცემისას იმპერია კარგავს ძალას, ეცემა ვალუტა, იზრდება კონფლიქტები.
  7. ციკლი სრულდება ახალი ძალის აღზევებით და ახალი წესრიგის დამყარებით.
  8. ამ პროცესის გააზრება გვეხმარება უკეთ გავუმკლავდეთ მომავლის გამოწვევებს.

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და იმედი მაქვს ისტორია თქვენს მხარეს იქნება.