POLUX MEDIA

განვითარების 3 ფაზა – ერთი ლოგიკა და ათობით იმპერია (რეი დალიო, ნაწილი IV)

იმპერიის არსებობა 3 ძირითად პერიოდად შეგვიძლია დავყოთ:

  • ზრდა–განვითარება
  • პიკი 
  • დაცემა

აღზევება

  • ძლიერი ლიდერები იღებენ ძალაუფლებას, ამარცხებენ ოპოზიციას და ქმნიან ეფექტურ სისტემებს.
  • მყარდება მშვიდობიანობისა და კეთილდღეობის პერიოდი.
  • განათლება, ინოვაცია და ტექნოლოგიური განვითარება წინ მიიწევს.
  • ქვეყანა კონკურენტუნარიანი ხდება მსოფლიო ბაზრებზე.
  • ვითარდება ძლიერი სამხედრო და ფინანსური სისტემები.
  • ქვეყნის ვალუტა სარეზერვო ვალუტად იქცევა.

ჰოლანდიის იმპერია ჰაბსბურგების დამარცხებით აღზევდა. ქვეყანაში ისე გაიზარდა განათლების დონე, რომ მსოფლიოში ყველა მნიშვნელოვანი გამოგონების მეოთხედი მათ ეკუთვნოდათ. 

მათ შორის გამორჩეული იყო დიდი გემების პროექტირება. ტრანსპორტის ამ სახეობის განვითარებამ ხელი შეუწყო მოგზაურობასა და ვაჭრობის განვითარებას, შედეგად კი დიდძალი სიმდიდრე დაგროვდა იმპერიაში.

ისინი, ისევე როგორც ყველა წამყვანი იმპერია, ღია იყვნენ მსოფლიოს საუკეთესო იდეების მიმართ. შედეგად, ქვეყანაში ხალხი უფრო კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული გახდა. 

გაიზარდა წარმოების მოცულობა და ჰოლანდიის წილი საერთაშორისო ვაჭრობაში. სხვათაშორის, ზუსტად ეს ხდება ახლაც ჩინეთის შემთხვევაში.

როდესაც ქვეყანა საერთაშორისო ვაჭრობაშია ჩართული, მას უჩნდება ტვირთის უსაფრთხობის პრობლემები. შესაბამისად, სჭირდება თავდაცვის გაძლიერება. სწორედ ამიტომ შემოსავლების გარკვეული ნაწილი თავდაცვის გაძლიერებას ხმარდება. 

თუ ეს კარგად კეთდება, ბუნებრივია, რომ ქვეყნის შემოსაბლები იზრდება. თავის მხრივ კი მეტი ფული განათლებაში, ინფრასტრუქტურაში, კვლევასა და განვითარებაში გამოიყენება.

ჰოლანდიელი მდიდარი ფენა აფინანსებდა იმ ადამიანებს, რომლებსაც შეეძლოთ მატერიული დოვლათის შექმნა და სიმდიდრის ზრდა. ამან კი კიდევ უფრო გაზარდა სახელმწიოფს შემოსავლები.

ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე წარმატებული იმპერიები ამ კაპიტალისტურ მიდგომას იყენებდა პროდუქტიულობის განსავითარებლად.

თვით ჩინეთიც კი, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია მართავს, ამ ეკონომიკურ წყობაზე გადადის. როდესაც ჩინეთმა თავისუფალი ეკონომიკური ზონები შექმნა დენ სიაოპინმა თქვა: “მნიშვნელობა არ აქვს, კატა თეთრია თუ შავი, მთავარია, რომ თაგვებს იჭერდეს.”

ბოლო დროს ხშირად ძიებადი ფრაზა: 1 გრამი ქროს ფასი დღეს საქართველოში

ყველაფერთან ერთად იმპერიის ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია კაპიტალის განვითარებული ბაზრები. კონკრეტულად კი ეს მოიცავს სასესხო, ობლიგაციებისა და საფონდო ბაზრებს. შედეგად, მოსახლოებას საშუალება ეძლევა დანაზოგები ინვესტიციებად გარდაქმნას, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას. 

ბედნიერი ერი ახალი არჩევნების დროს

ჰოლანდიამ პირველმა შექმნა საჯარო კომპანია “Dutch East India Company” (1602 წელი) და მან დაარსა პირველი საფონდო ბირჟა “Amsterdam Stock Exchange”. იმისათვის, რომ ეს ფინანსური ცენტრი დაეცვა, ჰოლანდიის იმპერიამ სამხედრო ძალის განვითარება დაიწყო. შედეგად კი საერთაშორისო სისტემაში დომინანტური პოზიცია დაიკავა. ჰოლანდიური ვალუტით (გილდი) ვაჭრობდნენ კომპანიები, ამ ვალუტას იყენებდნენ საერთაშორისო ტრანზაქციებში ანგარიშსწორებისას და გილდებში ინახავდნენ ფულს. ჰოლანდიური ვალუტა გახდა სარეზერვო ვალუტა. 

ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალისტებმა, მთავრობამ და სამხედროებმა ერთად იმუშაონ. მაგ: ჰოლანდიის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას მთავრობისგან მიენიჭა 21 წლიანი სავაჭრო მონოპოლია. უფრო მეტიც, მას გამოეყო საკუთარი ოფიციალური სამხედრო ძალა, რომ უცხო ბაზრებიდან (კოლონიებიდან) სიმდიდრეს მოეპოვებინა.

ამ კანონზომიერებით ხასიათდება თითქმის ყველა დომინანტური იმპერიის დასაწყისი. 

ახლა კი მოკლედ განვიხილოთ რა ხდება მაშინ, როდესაც მოვლენები კულმინაციას აღწევს და იმპერია განვითარების ზენიტშია.

პიკი

  • ქვეყანა ინარჩუნებს ძალას, მაგრამ ჩნდება დაცემის ნიშნები.
  • მუშახელი ძვირდება, კონკურენტუნარიანობა მცირდება.
  • სხვა ქვეყნები იწყებენ ლიდერის ტექნოლოგიების კოპირებას.
  • საზოგადოება ხდება ნაკლებად შრომისმოყვარე და უფრო მფლანგველი.
  • იზრდება სიმდიდრის უთანასწორობა.
  • პიკს აღწევს ვალების მოცულობა უცხოელი კრედიტორების მიმართ.

აღმავლობას დაცემა მოჰყვება. თუმცა მანამ სანამ დომინანტი იმპერია დაინგრევა, ჯერ დაცემის ნიშნები გაიელვებს ჰორიზონტზე.

როგორც წესი, მდიდარ ქვეყნებში ხალხი მეტს გამოიმუშავებს. ამიტომ მათი შრომის ფასი იზრდება, რის შემდეგაც კომპანიები იაფი მუშახელის ძებნას იწყებენ. ჰოლანდიის იმპერიის შემთხვევაში ასეთები ბრიტანელი მუშები აღმოჩნდნენ. 

გემთმშენებლობაში ჰოლანდიის სიმდიდრის ზრდასთან ერთად მეტი ბრიტანელი და ნაკლები ადგილობრივი მუშახელი მონაწილეობდა. ადგილობრივები მხოლოდ დიზაინსა და პროექტირებაში იღებდნენ მონაწილეობას, უშუალოდ გემებს კი ბრიტანელი მუშები აგებდნენ. შედეგად, ბრიტანელები უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ ბაზარზე, მათ კიდევ უფრო გააუმჯობესეს გემთმშენებლობის პროცესი და ახლა მათაც დაიწყეს უკეთესი გემების აშენება.

გარდა ამისა, მდიდარი ხალხი ნაკლებად მუშაობს. ისინი თავს მეტი დასვენების უფლებას აძლევენ. უფრო ნატიფ და ნაკლებად პროდუქტიულ საქმიანობას მისდევენ. 

ღირებულებები იცვლება თაობიდან თაობამდე. თუ პირველი თაობა იბრძოდა სიმდიდრისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად, მომდევნო თაობამ ის მემკვიდრეობით მიიღო.

ეს ახალი თაობა კი ნაკლებად გამოწრთობილია ბრძოლაში. ისინი ფუფუნებაში იზრდებიან და იოლ ცხოვრებას არიან მიჩვეულნი. შედეგად, უფრო მოწყვლადები ხდებიან გამოწვევების წინაშე.

როდესაც ხალხი კეთილდღეობას ეჩვევა, ისინი კარგ დროზე ფსონს დებენ და მეტ ფულს სესხულობენ. ეს კი ფინანსურ ბუშტებს ქმნის.

ფინანსური მოგება არათანაბრად ნაწილდება. ამის გამო სიმდიდრის უთანასწორობა იზრდება. მდიდრები თავიანთ შვილებს უკეთეს განათლებას აძლევენ და პოლიტიკურ სისტემაზე გავლენას ახდენენ. ეს კიდევ უფრო ზრდის უფსკრულს მდიდრებსა და ღარიბებს შორის.

ახალი პოლიტიკური ლიდერები

თუმცა, პროცესების ჯაჭვი აქ არ წყდება. მსოფლიო სარეზერვო ვალუტის ფლობის გამო დომინანტი იმპერია იძულებულია სესხების რაოდენობა გაზარდოს. ამით მოკლევადიან პერსპექტივაში სახელმწიფოში ხარჯვის უნარი იზრდება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ფინანსური ჯანმრთელობა მკვეთრად უარსდება.

იმპერიის შენარჩუნება და დაცვა საბოლოოდ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მისგან მიღებული შემოსავალი. მაგალითად, ჰოლანდიის იმპერია დროთა განმავლობაში მეტ და მეტ ძვირადღირებულ ომებს აწარმოებდა. პიკის პერიოდში ბრიტანეთის იმპერიასაც უამრავი ომის გადახდა მოუწია, რამაც ბაზარზე კონკურენტული უპირატესობა დააკარგინა.

აშშ-მა 11 სექტემბრის შემდეგ დაახლოებით 8 ტრილიონი დოლარი დახარჯა საგარეო ომებზე. მიუხედავად ამისა, ეს მაინც არ არის საკმარისი ჩინეთთან სამხედრო კონკურენციისთვის.

ამ ციკლში მდიდარი ქვეყნები საბოლოოდ ვალში აღმოჩნდებიან ღარიბი ქვეყნებისგან სესხის აღებით. ეს სიმდიდრისა და ძალაუფლების გადანაცვლების ადრეული ნიშანია.

დაცემა

  • იმპერიის შენარჩუნების ხარჯები აჭარბებს შემოსავლებს.
  • ღარიბი ქვეყნები იწყებენ მდიდარი ქვეყნებისთვის სესხების გაცემას.
  • ვალუტის მფლობელები იწყებენ მის გაყიდვას ნაცვლად შენახვისა.
  • იმპერიის ძალა იწყებს შესუსტებას.
დაცემული სახელმწიფო

როდესაც იმპერია ახალ გამსესხებლებს ვეღარ პოულობს, მისი ვალუტის მფლობელები იმპერიის ფულის ერთეულის აქტიურ გაყიდვას იწყებენ. ამით იმპერიის ძალა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე საგრძნობლად მცირდება.

დაცემა თანდათანობით მოდის, შემდეგ კი უეცრად. როცა ვალები ძალიან დიდია და ეკონომიკური დაღმასვლა იწყება, იმპერია ვეღარ იღებს ფულს ვალების გადასახდელად. საბოლოოდ კი ფინანსური ბუშტი სკდება.

მთავრობა იძულებულია არჩევანი გააკეთოს ვალების გადაუხდელობასა და ახალი ფულის დაბეჭდვას შორის. ის ყოველთვის ფულის ბეჭდვას ირჩევს. შედეგად კი როგორც პირველ ნაწილში განვიხილეთ ვალუტა უფასურდება და ინფლაცია მკეთრად იზრდება.

როდესაც მთავრობას დაფინანსების პრობლემები უჩნდება და ცხოვრების დონე ეცემა, შიდა კონფლიქტები იზრდება. ეს მემარცხენე ან მემარჯვენე პოპულიზმის სახით პოლიტიკურ ექსტრემიზმს იწვევს.

მდიდრებს თავიანთი სიმდიდრე შედარებით უსაფრთხო ადგილებში გადააქვთ. ამის გამო მცირდება იმპერიის საგადასახადო შემოსავლები. გარკვეული პერიოდის შემდეგ სიმდიდრის გადინება საგრძნობი ხდება მთავრობისთვის. 

ერთადერთი ბერკეტი, რომლითაც მთავრობას სიმდიდრის გადინებას შეჩერება შეუძლია ეს კონსტიტუტიცაა. ამიტომ მთავრობები კრძალავენ ან ართულებენ უცხო ქვეყანებში კაპიტალის გატანას.

ამგვარი ნაბიჯები ამცირებს პროდუქტიულობას და იწვევს უფრო მეტ კონფლიქტს რესურსების განაწილების პროცესში. პოპულისტი ლიდერები კარგად ხვდებიან, რომ ეს ამჟამინდელი ხელისუფლების ჩანაცვლების იდელური შანსია, ამიტომ გამოდიან და წესრიგის დამყარებას პირდებიან ხალხს. ამგვარად ეცლება დამოკრატიულ სისტემას საფუძველი.

განვიხილეთ რა ხდება იმპერიის შიგნით. ამჯერად ყურადღება გავამახვილოთ, თუ როგორ იწვევს შიდა კონფლიქტი საერთაშორისო პოზიციების დაკარგვას.

შიდა კონფლიქტი იმპერიას ასუსტებს და მოწინააღმდეგეებისთვის მოწყვლადს ხდის. ეს ზრდის დიდი საერთაშორისო კონფლიქტის რისკს. ვინაიდან პირველობისთვის მებრძოლი იმპერია რეალურ შესაძლებლობას ხედავს არსებული ლიდერი დაამარცხოს. 

როცა დაცემის გზაზე შემდგარი იმპერიის ვალუტისა და ვალის მფლობელები რწმენას კარგავენ მისი ფულის მიმართ, იწყებენ აქტიურ კონვერტაციას სხვა ვალუტაზე. ეს დიდი ციკლის დასასრული აშკარა დასაწყისია. 

(1700 წლიდან არსებული ვალუტების მხოლოდ 20% არსებობს დღეს, და ყველა მათგანი გაუფასურებულია. ამჟამად, აშშ ჯერ არ მისულა ამ წერტილამდე. მიუხედავად დიდი ვალისა და ფულის ბეჭდვისა, დოლარის თავიდან მოშორების ტენდენცია არ შეინიშნება.)

ცუდი ეკონომიკური პირობები იწვევს მეტ ბრძოლას სიმდიდრისა და ძალაუფლებისთვის, რაც საბოლოოდ ომამდე მიდის. ომები ძვირია, მაგრამ ამ გზით იქმნება ახალი მსოფლიოს წესრიგი.

საბოლოოდ, ამ კონფლიქტებიდან გამოდიან ახალი გამარჯვებულები. ისინი ერთად რესტრუქტურიზაციას უკეთებენ დამარცხებულთა ვალებსა და პოლიტიკურ სისტემებს და ამყარებენ ძალთა ახალ ბალანსს.

ეს არის დიდი ციკლის ტიპური სურათი. ყველა ციკლი ზუსტად ასე არ ვითარდება, მაგრამ უმეტესობა ამ გზას მიჰყვება. ისტორია მეორდება, იცვლება მხოლოდ პერსონაჟების სახელები და ტექნოლოგიები.

V ნაწილი – მომავალი (იხილეთ გაგრძელება)